en
ge

მონაწილეთა შერჩევა „მსოფლიო რელიგიათა კლუბში“

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, კონრად ადენაუერის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 22.02.2015
  • ბმული: http://cipdd.org/index.php?Cat=HeaD_FuLL&ID=401&LanG=
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი" უკვე მეოთხედ გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი". კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს. კლუბის წევრები ასევე მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში, მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში. ამასთანავე, კურსი ითვალისწინებს საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას, ესეების კონკურსს რელიგიის თემაზე, ფილმების ჩვენებას.
ლექციები ჩატარდება 11 მარტიდან, ყოველ ოთხშაბათს 16:00-18:00 სთ. კურსი არ არის ფასიანი. სრული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 22 თებერვალი. აპლიკაციის ფორმის ჩამოსატვირთათ გადადით ბმულზე cipdd.org
წყარო: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი