en
ge

მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: „ჰელფინგ ჰენდი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 25.02.2015
  • ბმული: https://www.facebook.com/helpingvolunteer
სამოქალაქო ორგანიზაციების საყურადღებოდ:
„ჰელფინგ ჰენდი" იწყებს განაცხადის მიღებას ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად!
გამოფენა გაიმართება 2015 წლის 7 მარტს, 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში".
გამოფენა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყოველწლიურად მასპინძლობს ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს და იზიდავს მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. გამოფენის დროს, ხდება სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე ადვოკატირებისა და მოხალისეობრივი პროგრამების გაცნობა, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტებს. ეს შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს დაუკავშირდნენ და მოიძიონ მათთვის სასურველი და საინტერესო მოხალისეობრივი საქმიანობა, რაც ასევე მათ პროფესიულ წინსვლაში გამოადგებათ. მოხალისეობის გამოფენა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აღმოაჩინონ მოხალისეები და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადი ა.წ 25 თებერვლის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: helpingvolunteer@gmail.com
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან drive.google.com
ერთად შევუწყოთ ხელი მოხალისეობის განვითარებას საქართველოში!