en
ge

გაეროს მოდელირების პროგრამა - ბრიტანეთი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ELCML International
  • დაწყების თარიღი: 19.02.2015
  • ბოლო ვადა: 20.03.2015
  • ბმული: http://jobs.ge/88738/
გაეროს მოდელირების პროგრამა 2015 წლის მარტის თვეში ბრიტანეთში გაიმართება!
ა(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის", რომელსაც არაერთი საერთაშორისო პროექტი და კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა აქვს განხორციელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, წარმატებული კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი პრიოროტეტია პერსპექტიული, ნიჭიერი, მიზანდასახული და შესაბამისი უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში წარმოჩენა და ხელის შეწყობა.
პროგრამაში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო პროექტის მონაწილე, რომლის მიზანია ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.
წყარო:jobs.ge