en
ge

ლიდერთა მასტერკლასი გაეროში - ნიუ იორკი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ELCML International
  • დაწყების თარიღი: 19.02.2015
  • ბოლო ვადა: 20.03.2015
  • ბმული: http://jobs.ge/88737/
"მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" საქართველოში ლიდერი ახალგაზრდების აღმოჩენის მიზნით უკვე 5 წელია წარმატებით ახორციელებს სასწავლო/შემეცნებით და კულტურულ პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში; მათ შორის ორგანიზებას უწევს მოსწავლე- ახალგაზრდების მონაწილეობას, დელეგატების სტატუსით, გაეროს სესიებზე, აშშ-ში, ნიუ-იორკში; ასევე, აძლევს მათ უნიკალურ შანსს წარადგინონ სარეზოლუციო პროექტები და მოიპოვონ დაფინანსება. ქართველი დელეგატები სესიების ყოველი სეზონიდან, სარეზოლუციო ნაწილში, გამარჯვებულები ბრუნდებიან. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ბმულები: https://www.facebook.com/Democracyy?ref=hl
არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს რეგისტრაციას ორ-კვირიან ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თემაზე: "გაერო, გლობალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები".
პროექტის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები დაესწრებიან ლექციებს შემდეგი მიმართულებით: გაერო და მისი როლი, გლობალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თანამეროვე ტექნოლოგიები, კულტურა და რესურსები.
წყარო:jobs.ge