en
ge

პროტოკოლის სკოლა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.03.2015
  • ბმული: https://www.facebook.com/events/814734715272127/
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი იწყებს მსმენელების შერჩევას ახალი პროექტისთვის, სახელწოდებით „პროტოკოლის სკოლა", სკოლა დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას შეიძინონ ან აიმაღლონ პრაქტიკული ცოდნა დიპლომატიისა და პროტოკოლის სფეროში.
პროტოკოლის სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში დიპლომატიური კულტურის ამაღლებასა და იმ პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ცოდნასთან ერთად წარმატებული დიპლომატიური კავშირების დამყარების საწინდარია.
კურსი გარდა სალექციო საათებისა, მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც გულისხმობს :
►შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
► შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურებში;
►დიპლომატიურ ვახშამს;
►დიპლომატიური ეტიკეტის პრაქტიკაში გამოყენებას;
►სტუმრების მიღებას დიპლომატიურ ვახშამზე და მათ მაგიდასთან განლაგებას;
►საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებას;
კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:
I მოდული: საერთაშორისო ორგანიზაციების პროტოკოლი
►ოფიციალური დიპლომატიური ვიზიტისთვის მომზადება;
►ოფიციალური დიპლომატიური ვიზიტი;
►საერთაშორისო სამიტის პროტოკოლი;
►პროტოკოლი ევროუწყებებში;
►პროტოკოლი გაეროში;
►დიპლომატის ურთიერთობის წესები;
II მოდული: მაგიდა და ჩაცმულობა
►მაგიდის მოწყობა;
►მენიუს შედგენა;
►სასმელები;
►მომსახურება;
►მაგიდასთან ქცევის წესები;
►სათანადო ოფიციალური ტანსაცმელი;
∘ სათანადო ტანსაცმელი კაცისთვის;
∘ სათანადო ტანსაცმელი ქალისთვის;
►საერთო შეცდომები;
III მოდული: ეტიკეტის უნივერსალური წესები
►სტუმრების შერჩევა;
►სტუმართან მისალმება;
►გაცნობა;
►საპატიო ადგილი ;
►სტუმრების განთავსება;
►საუბარი და სადღეგრძელო;
►დეკორაცია(ყვავილები, საჩუქრები);
IV მოდული: დიპლომატიური მიმოწერა
►მიმოწერის ზოგადი წესები;
►ბიზნეს–ბარათები;
►მოსაწვევები;
►ფორმალური ელემენტები დიპლომატიურ მიმოწერაში;
►სხვადასხვა სახის დიპლომატიური წერილობითი დოკუმენტები;
კურს წარუძღვებიან პრაქტიკოსი დიპლომატები და პროტოკოლის სპეციალისტები.
სრული კურსის საფასური შეადგენს 200 ლარს
პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ მოცემული განაცხადის ფორმა 2015 წლის 15 მარტამდე: http://goo.gl/forms
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995)51 70 75 72
cseiprogrammes@gmail.com
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი