en
ge

კარლ პოპერის პოლიტიკური ფორმატის დებატ–ტურნირი

ბაქვსვუდის მოხალისეთა კლუბი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გიწვევთ "კარლ პოპერის პოლიტიკური დებატების ტურნირზე”, რომელიც 7-8, 14-15 და 21 მარტს ჩატარდება. მრავალგზის გამარჯვებული და გამოცდილი ტრენერები მაქსიმალურად სწრაფად და საინტერესოდ შეასწავლიან მონაწილეებს დებატების ხელოვნებას, დეტალურად აუხსნიან საქმის რაობას და პრაქტიკულ მეცადინეობასაც ჩაუტარებენ.
ტურნირის სადებატო თემები გენდერულ თანასწორობას შეეხება, ტურნირის დასრულების შემდეგ მონაწილეეებს არამარტო ამ კონკრეტულ თემაზე გაუჩნდებათ ცოდნა, არამედ ისინი შეძლებენ ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვან საკუთარი აზრი, დაასაბუთონ და არგუმენტირებული მსჯელობის საშუალებით დაამტკიცონ სიმართლე.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-21წლამდე დაინტერესებულ პირებს, რომელთა შერჩევა შემდეგი აპლიკაციების ფონზე მოხდება:
ინდივიდუალური აპლიკაცია - https://docs.google.com/forms
ჯგუფური აპლიკაცია - https://docs.google.com/forms
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 4მარტი (23:00)
პროექტში მონაწილეობის საფასურია 15 ლარი
წყარო: ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი