"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) და "მწვანე ალტერნატივამ" დაიწყეს ერთობლივი პროექტის განხორციელება "ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებების და გარემოს დასაცავად". პროექტი მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პრინციპების მხარდაჭერას ინდუსტრიულ ზონებში, დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერების გზით.
წყარო: jobs.ge