ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს ექსპერტ(ებ)ს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში, საქართველოში სახელმწიფო ხარჯების მართვის სისტემის არსებული სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების შეფასების მიზნით. ექსპერტ(ებ)მა უნდა განახორციელოს არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება და, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების დასახვეწად. შეფასება განხორციელდება პროექტის „პარტნიორობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით.
წყარო: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი