en
ge

ფრანგული ენის კურსები - სტრასბურგი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
  • დაწყების თარიღი: 02.03.2015
  • ბოლო ვადა: 02.04.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/89312/
გამოიყენეთ არაჩვეულებრივი შანსი, ისწავლოთ და იმოგზაუროთ ევროპის ულამაზეს ქალაქში! "ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსებს საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში. კურსების გავლა შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან, მათ შორის დამწყები ეტაპიდან.
კურსის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, სხვადასხვა ლინგვისტურ აქტივობებში, კინოჩვენებებში, ექსკურსიებში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, ამავე კურსის ფარგლებში სტუდენტები ვიზიტებით ეწვევიან მუზეუმებსა და ევროპის უმაღლეს ორგანიზაციებს ქ. სტრასბურგში (ევროპარლამენტს, ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს).
წყარო:jobs.ge