სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამაზე.
თუ თქვენ
მაშინ საშუალება გეძლევათ
ჩაერთოთ შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამაში, რომელიც 5 ტრენინგ მოდულისგან შედგება:
სწავლების პერიოდში და შემდგომ, მიიღებთ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ პერსონალურ ინსტრუქტაჟს და კონსულტაციებს.
პროგრამის განრიგი და ადგილი
პროგრამა ძირითადად განკუთვნილია რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. იგი განხორციელდება 2015 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდში. სემინარები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: გორი, ქუთაისი და ბათუმი. სხვა რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე ექნებათ საშუალება დარეგისტრირდნენ პროგრამაზე მათთვის მოსახერხებელი ადგილის მითითებით.
II მოდული
სისტემური ცვლილება; სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული პროექტის/პროგრამის დაგეგმვა – მაისი, 2015;
III მოდული
ცვლილების ინდიკატორები – ივნისი, 2015;
IV მოდული
პროექტის მართვის ციკლი – სექტემბერი, 2015;
V მოდული
მონიტორინგის და შეფასების სისტემა – ოქტომბერი, 2015;
VI მოდული
მონაწილეობითი ფასილიტაცია – ნოემბერი, 2015.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეებს, რომლებიც სრულად გაივლიან პროგრამას და დააკმაყოფილებენ შეფასების სტანდარტებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატი.
პროგრამის მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ყავის შესვენებით და სადლით. პროგრამაში მონაწილეობისგან დაკავშირებული სხვა შესაძლო ხარჯი (მაგ.: ტრანსპორტირება, ღამისთევა და სხვა) ეკისრება მონაწილეს.
რეგისტრაცია განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 მარტი, 2015 წელი.
პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და მეილზე tamar@civilin.org გამოაგზავნეთ ორგანიზაციის მხარდაჭერის წერილი ნიმუშის მიხედვით.
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამაზე მონაწილეთა მიღება შეზღუდულია. შერჩევას მოახდენს სპეციალური კომისია. შერჩევისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აპლიკანტის სამოტივაციო განაცხადს, სრულად შევსებულ აპლიკაციის ფორმას მხარდაჭერის წერილის ჩათვლით.