en
ge

მოხალისეების მიღება, გერმანია

CENN აცხადებს მოხალისეების მიღებას სამუშაოდ პარტნიორ ორგანიზაციაში Bread for the World, გერმანია. Bread for the World – პროტესტანტული ჰუმანიტარული ორგანიზაცია, აცხადებს მოხალისეების მიღებას 13 თვით 2015–2016 წლის პროგრამის ფარგლებში. მოხალისეები იმუშავებენ ბერლინში, Bread for the World–ის ცენტრალურ ოფისში, ან გერმანიის სხვადასხვა ქალაქში რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებში.
პროგრამა განკუთვნილია 18–28 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებთაც აინტერესებთ საზოგადოებრივი, განვითარების და გარემოს დაცვის საკითხები, ასევე სხვა გლობალური გამოწვევები. მოხალისეების მგზავრობას, ცხოვრებას და აუცილებელ ხარჯებს დაფარავს Bread for the World.
წყარო: CENN–ის ვებგვერდი სოციალურ ქსელში