en
ge

საგრანტო კონკურსი - ხელოვნება საზოგადოების ინტერესებისთვის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 11.10.2012
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: http://jobs.ge/50094/
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), პროგრამის "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს "ხელოვნება საზოგადოების ინტერესებისთვის". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ხელოვანებს.
საგრანტო პროგრამა მხარს უჭერს ინიციატივებს, რომელთა მიზანიც, ხელოვნების გამოყენებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა პრობლემების გადასაწყვეტად მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება და ამ პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზების განსაზღვრაა.
საპროექტო განაცხადების შეტანა ხდება ინგლისურ და ქართულ ენებზე.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: ღია.
წყარო: jobs.ge