სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ონლაინ სწავლების 4 სალექციო კურსზე მიღებას.
თუ თქვენ
- ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი,
- სტუდენტი ან სამოქალაქო აქტივისტი,
- გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები,
- გსურთ ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგში და რეფორმების პროცესში,
მაშინ საშუალება გეძლევათ
ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში:
- სოციალური კვლევის მეთოდები;
- საჯარო პოლიტიკის ანალიზი;
- ადვოკატირება და ლობირება;
- საჯარო ფინანსები.