ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გახსნილად აცხადებს სამწუთიანი ფილმების ფესტივალს. მობილური ტელეფონით გადაღებული 3-წუთიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ ევროკავშირის რეპორტიორები ერთი დღით.
ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება. კონკურსის მონაწილე 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები გადაიღებენ ფილმებს ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ. პრეს-რელიზს თან ერთვის პროექტების სია.
კონკურსი ჩატარდება 27 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით.
წყარო: კონკურსის ვებგვერდი