27 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის იურიდიული დახმარების გაწევისა და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების განხორციელებისათვის.