გამოცხადდა მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში 2015 წლის საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:
1) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
2) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
3) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
წყარო: ფონდის ვებგვერდი