გერმანიის ქართულმა სათვისტომომ გამოაცხადა კონკურსი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად. 2015 წლის კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდება და სამი გამარჯვებული გამოვლინდება.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ სამ სასწავლო მიმართულებაში:
1. ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერებები,
2. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები:
3. ხელოვნება.
წყარო: satvistomo.net