en
ge

საგრანტო კონკურსი – ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 03.04.2015
  • ბოლო ვადა: 27.04.2015
  • ბმული: http://www.womenfundgeorgia.org/?36%2F499%2F&lan=ge
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, II ფაზა - სამართლებრივი ზემოქმედება და პრევენცია", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.
საგრანტო კონკურსის მიზანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის წახალისება, ხელი შეუწყონ გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების სამართლებრივი და პრევენციული საკითხების წინ წამოწევას, ადვოკატირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებს ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოაშკარავებას და მათთან ბრძოლას, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პატრიარქალური შეხედულებების შეცვლას სხვადასხვა აქტორებთან (გადაწყვეტილების მიმღებებთან, პოლიტიკოსებთან, რელიგიურ ლიდერებთან, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და სხვ.)
ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 10 აპრილიდან 25 აპრილამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.
წყარო: womenfundgeorgia.org