ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (OSCE-HCNM) ერთობლივი პროექტის "ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში" ფარგლებში იწვევს სამართლის ექსპერტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ანალიტიკოსებს და პრაქტიკოსებს მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში შემდეგ თემაზე - ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მოქალაქეობის სტატუსის საკითხი საქართველოში.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 აპრილი.
წყარო:jobs.ge