პროგრამა "აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი საზღვრების გარეშე" ფინანსური და ადამიანური რესურსების საშუალებით ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას. ეს არის პარტნიორული პროგრამა (მინიმუმ ორ ქვეყანას შორის), რომელიც მხარს უჭერს ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნის თანამშრომლობით გაზიარებას საერთაშორისო ინიციატივათა საშუალებით.