ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისაგან (სსო) საჯარო ფინანსების მართვისა და საბიუჯეტო სახსრების საზოგადოებრივი მონიტორინგის საკითხებზე განაცხადების მოსამზადებლად. საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში".
წყარო: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი