en
ge

მენტორ პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის + ფინანსური მხარდაჭერა

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.05.2015
  • ბმული: https://drive.google.com/file/d/0B5FD0GMWAPOFNUxFMnR2eHlwRHc/view
CLEEN - სამწლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, როგორც „ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი". პროექტს - CLEEN (სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ენერგო-ეფექტურობის ქსელი) - ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის" (WECF), პარტნიორებთან ერთად: Ecoclub (უკრაინა), Gutta Club (მოლდოვა), SDCA- საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი (საქართველო).
პროექტის პირველ წელს (2015), შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ მენტორ პროგრამაში, რომელიც მოიცავს ტრეინინგებს და საშინაო დავალებებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის დეტალური ინფორმაცია...
https://docs.google.com/document/d/1EGeoBCNxia6HlKGERdIlY5W85OMQqqkx170ehEMx7No/edit (რუს.)
https://docs.google.com/document/d/1FUn2eGixSepffTfUHls0J8RliVhzCjqknvaCMa30I0E/edit (ინგლ.)
https://drive.google.com/file/d/0B5FD0GMWAPOFNUxFMnR2eHlwRHc/view
მენტორ პროგრააში მონაწილეობის შემდეგ, ორგანიზაციები შეძლებენ ქვე-საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას (2016). ქვე-გრანტის მიმღებები დაფინანსდებიან პროექტების მიხედვით, ნათლად გაწერილი აქტივობების მიხედვით. პროექტი არ უნდა იყოს ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების მიმართულებით. უნდა ფოკუსირდეს ანალიტიკაზე ლობირებაზე, სექტორულ თანამშრომლობაზე, ტრეინინგებზე, კოალიციის ჩამოყალიბებასა და ინფორმაციის გავრცელებაზე. პროექტები ასევე უნდა შეიცავდეს გარკვეულ სავალდებულო ხარჯებს მონიტორინგითვის, შეფასებისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის. ეს დაეხმარება მონაწილეებს განამტკიცონ საკუთარი მენეჯერული და ორგანიზაციული შესაძლებლობები.
2016 წლის პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ორგანიზაცია შეძლებს წარმოადგინოს სხვა განაცხადი კიდევ ერთი ქვე-გრანტისათვის 2017 წელს.
შერჩევის კრიტერიუმები:
• არა-კომერციული ორგანიზაციები
• ადგილობრივი და აქტიური
• ოფიციალურად რეგისტრირებული არაუგვიანეს ერთი წლის წინ.
• მინიმუმ 3 პროექტის (ღონისძიება, განხორციელებული იდეა) შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა, ადგილობრივი მთავრობა, გარემოს დაცვა, კლიმატი, ბიუჯეტის სისტემა, საჯარო ინსტიტუტები
• ადგილდმდებარეობა: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სომხეთი. არა დედაქალაქებში
• ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ევროს (კონკურსის კოორდინატორმა, შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები)
• ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ ფინანსური ანგარიშის წარდგენა (მათ შორის, ორიგინალური დოკუმენტები თარგმნილი რუსულად ან ინგლისურად) და ყველა იმ ხარჯის, რაც პროექტის ბიუჯეტშია განსაზღვრული.
მონაწილეობის პირობები:
• მენტორობის მდგრადი განვითარების პერიოდი 2015 წლის ივნისიდან დეკემბრამდე 2015.
• რეალისტური გრაფიკის უზრუნველყოფა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დადასტურებული ხელმისაწვდომობა.
• ორგანიზაციის მინიმუმ ერთი თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას ყველა ტრენინგსა და საშინაო დავალებაში.
• გარდა ამისა, მინიმუმ ორგანიზაციის ერთი წევრი უმასპინძლებს ონლაინ კურსს (მსგავსი პროგრამის)
• თან დაურთეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია საკონკურსო ვადის დასრულებამდე. საბუთების მიღება იწარმოებს ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
მონაწილეობა:
• განცხადება განათავსეთ (როგორც ეს აღწერილია სახელმძღვანელოში), პროექტის პარტნიორთან უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში (დამოკიდებულია, იმაზე თქვენ სად ხართ) არა უგვიანეს 2015 წლის 15 მაისისა.
• დოკუმენტები კონკურსისთვის მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
• საჭირო დოკუმენტები კონკურში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოდან და სომხეთიდან გაგზავნეთ nugzar55@gmail.com
• წარმატების შემთხვევაში, გაცნობებთ შემდეგი ნაბიჯების შესახებ 15 ივნისამდე.
https://docs.google.com/document/d/1EGeoBCNxia6HlKGERdIlY5W85OMQqqkx170ehEMx7No/edit (რუს.)
https://docs.google.com/document/d/1FUn2eGixSepffTfUHls0J8RliVhzCjqknvaCMa30I0E/edit (ინგლ.)
https://drive.google.com/file/d/0B5FD0GMWAPOFNUxFMnR2eHlwRHc/view (პროექტის ყველა დოკუმენტის პაკეტი ერთ არქივში)
საქართველოსა და სომხეთის კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
ნუგზარ თათეშვილი, პროექტის კოორდინატორი
+995 593 27 28 66
nugzar55@gmail.com
წყარო: საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი