სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute - CSI) საქართველოში მოქმედ ყველა კვლევით ორგანიზაციას (უნივერსიტეტები, ანალიტიკური ცენტრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) იწვევს კონკურსში „საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება რეგიონული განვითარების სფეროში", რომელიც ტარდება რეგიონული განვითარების პროგრამის (GARF – RD) ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკომისიის მისიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით.
პროგრამის მთავარი მიზნები
პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა და პირველი ხუთი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი მზადაა. მეორე ეტაპი, ღია კონკურსის გამოცხადებით, ითვალისწინებს საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებას რეგიონული განვითარების სფეროში 5 მიმართულებით:
თითოეული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების ღირებულება შეადგენს 9,000 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ტექნიკური დავალების დოკუმენტს (Terms of Reference - TOR).
საკონკურსო განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ეკატერინე დანელია, პროგრამის კოორდინატორი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი eka@civilin.org