en
ge

მათემატიკის ექსპერტის/შეფასების დავალებების შემქმნელი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: USAID/G-PriEd პროექტი
  • დაწყების თარიღი: 17.10.2012
  • ბოლო ვადა: 24.10.2012
საქართველოს დაწყებითი განათლების (G-PriEd) პროექტი აცხადებს მათემატიკის ექსპერტის/შეფასების დავალებების შემქმნელის ვაკანსიას.განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი, 2012 წ.
საქართველოს დაწყებითი განათლების (G-PriEd) პროექტი წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს, რომლის მიზანია ქართული და არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეების უნარების გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში. აღნიშნული მიზანი მიიღწევა დამატებითი სასწავლო მასალების შექმნის, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების, მასწავლებლების პროფესიული განვითარების, კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების მომზადების გზით.