en
ge

იუნესკო–იაპონიის ერთობლივი ჯილდო

იუნესკო - იაპონიის ერთობლივი ჯილდოს მისაღებად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების მიღება დაიწყო
იუნესკო - იაპონიის ჯილდო წელს პირველად, გაიცემა. გადაწყვეტილება იუნესკომ აღმასრულებელი საბჭოს 195-ე სესიაზე მიიღო. ჯილდოს მიღება შეუძლიათ კერძო პირებს ან ორგანიზაციებს "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" (ESD) კუთხით განხორციელებული განსაკუთრებით წარმატებული პროექტებისთვის. პრიზი 50 000 აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც იაპონიის მთავრობა გამოყოფს. გამარჯვებული მას 3 წლის განმავლობაში 3-ჯერ მიიღებს.
წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი