en
ge

ჰაკათონების, მეიქათონების და კრეათონების საგრანტო კონკურსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს ივნისში ჰაკათონის, მეიქათონის და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად.
საგრანტო კონკურსი სააგენტოს მიერ მეორედ ჩატარდება. მისი მიზანია ინოვაციური იდეების შემუშავებისა და განხორციელების კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ ბაზაზე სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირს თუ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სურვილი ჩაატაროს ჰაკათონის, მეიქათონის ან კრეათონის ტიპის ღონისძიება.
თითოეული მიმართულებით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გრანტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 5,000 ლარს.
აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.
წყარო:gita.gov.ge