en
ge

ამერიკული ბანაკი ბაკურიანში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
27 ივლისს დაბა ბაკურიანში სასტუმრო „თეთრ სახლში" იხსნება ამერიკული სასწავლო–გასართობი ბანაკი "American Camp". ბანაკში ჩვენი ასოციაციის წევრები, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები ჩაატარებენ ინგლისური ენის ტრენინგებს, ინგლისური ტრენინგის ორ სესიას ჩაატარებს ამერიკელი ვირჯინია ჰოლმსი. ასევე ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მეტი გაიგონ შემდეგ თემებზე: მიგრაცია საქართველოს/მსოფლიო მასშტაბით, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები. გაიმართება, დებატები, დისკუსიები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ განავითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაეუფლონ დებატების ხელოვნებას. ახალგაზრდებს გამოცდილი ტრენერ– ჟურნალისტები ჩაუტარებენ ტრენინგებს ,,პროექტების წერა" და CV შედგენა, კომუნიკაცია და ლიდერობა. მოეწყობა გასართობი ღონისძიებები, დისკოთეკა, ქართულ ამერიკული კულტურის საღამოები ტალანტ – შოუ. ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები. ბანაკის ხანგრძლივობაა 10 დღე (9 ღამე), იქნება სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა) და 2 ყავის შესვენება. ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 7 – 12 კლასის მოსწავლეებს. სასწავლო პროცესს აფინანსებს „რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი", ხოლო ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯები შეადგენს 500 ლარს. ჯგუფის დაკომპლექტება დაწყებულია, სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით სოფო კირთაძეს ტელ: 595 33 91 81.
წყარო: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი