2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნაა დაგეგმილი. ეს იქნება პირველი დაწესებულება–სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.
ბავშვთა ჰოსპისის კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ შეგუებას ახალ დაწესებულებასთან.
ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი 1 ან 2, მაქსიმუმ 3 სართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.
კონკურსის მიზანი
კონკურსის ფარგლებში, ააიპ "ბავშვთა ჰოსპისი" და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" იწვევს ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს შემოგვთავაზონ იდეები ჰოსპისის სიმბოლიკის შესახებ.
წყარო: osgf.ge