en
ge

უფროსი ანალიტიკოსი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: EPRC
  • დაწყების თარიღი: 13.05.2015
  • ბოლო ვადა: 01.06.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/93152/
არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC) 2002 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღებაში. ცენტრის შესწავლის საგანია გარდამავალი ეკონომიკის ყველა საკითხი, როგორც მაკრო, ისე მიკრო ეკონომიკაში. ჩვენი გამოყენებითი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები და საინვესტიციო გარემო.
კვლევითი ცენტრი ცდილობს თავი მოუყაროს ახალგაზრდა ქართველ ეკონომისტებს, რომლებსაც განათლება მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული და საერთაშორისო აღიარების მკვლევრებსა და მეცნიერებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკონომიკური გარემოს შესწავლით. კვლევითი ცენტრის მიზანია გახდეს საერთაშორისო სტანდარტების პირველი ქართული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ანალიტიკური და რიცხობრივი მეთოდების დანერგვას რეგიონის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აცხადებს უფროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.
წყარო:jobs.ge