არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყარო" აცხადებს კონკურსს ბრენდ-ბუქის შექმნაზე.
ბრენდ-ბუქის შექმნის მიზანს წარმოადგენს კამპანიის ჩამოყალიბებული, ინდივიდუალური იდენტიფიკაციის შექმნა, რომელიც მის საქმიანობაში აქტიურად იქნება გამოყენებული.
ბრენდ-ბუქი უნდა მოიცავდეს შემდეგს:
- ბრენდ-ბუქი - ლოგოს დიზაინი და მისი გამოყენების წესები; ლოგოტიპის ძირითადი ვერსია; ფონის გამოყენების პრინციპები; საფირომო ფერები; შრიფტები;
- საკომუნიკაციო ელემენტები - მაისურების, სამაჯურების, კალმების, ჭიქების, ჩანთების, ქუდების, სტიკერების, ბრენდირების სტილი; ფლაერის სტრუქტურა; ტრიპლეტი; ბანერი, შტენდერი, ფეისბუქის ქავერი და ავატარი.
ლოგოს გრაფიკული დიზაინი და ფერები უნდა იყოს კონსერვატიული, მკაფიო და ადვილად დასამახსოვრებელი; გამოყენებულ უნდა იქნას მაქსიმუმ სამი ფერი; არ უნდა არსებობდეს ფერების გრადაცია.
მთლიანად ბრენდბუქი უნდა ჩაბარდეს PDF ფორმატში, ასევე თითოეული შემადგენელი ელემენტი უნდა ჩაბარდეს ცალ-ცალკეც, jpg, png,CorelDraw ფორმატებში.
განაცხადს უნდა ერთვოდეს ბრენდ-ბუქი, ბიუჯეტი, დამატებით ტექნიკური საკითხების დეტალები. გთხოვთ, თქვენი განაცხადი წარადგინოთ არაუგვიანეს ა.წ. 20 მაისისა, 17:00, შემდეგ მისამართზე: toleranceworld@gmail.com
საკონტაქტო პირი: გიორგი მარჯანიშვილი - 555 430 046
წყარო: ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყარო"