en
ge

ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: ტოლერანტობის სამყარო
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 20.05.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის სამყარო" აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის შექმნაზე.
საქმიანობა: ვებ-გვერდის შექმნისას ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში მომწოდებელი კომპანია პასუხისმგებელია შემდეგზე:
-კამპანიის სრულად მოქმედი ვებ-ვერდის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ვებ-გვერდის მენეჯმენტის სისტემის წარდგენა;
- ვებ-გვერდის დომენის რეგისტრაცია;
- ვებგვერდის სერვერზე განთავსება;
- ვებ-გვერდის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირების ტრენინგი შემდგომში ვებ-გვერდის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
- ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა.
განაცხადს უნდა ერთვოდეს ვებ-გვერდის მონახაზი, ბიუჯეტი, დამატებით ტექნიკური საკითხების დეტალები და განმცხადებლის მიერ შექმნილი ვებ-გვერდების ნიმუშები. გთხოვთ, თქვენი განაცხადი წარადგინოთ არაუგვიანეს ა.წ. 20 მაისისა, 17:00, შემდეგ მისამართზე: toleranceworld@gmail.com
საკონტაქტო პირი: გიორგი მარჯანიშვილი - 555 430 046
წყარო: ორგანიზაცია "ტოლერანტობის სამყარო"