en
ge

ამერიკული ბანაკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
30 ივნისს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "White House"–ში იხსნება ამერიკული სასწავლო–გასართობი ბანაკი "American Camp". ბანაკში ჩვენი ასოციაციის წევრები, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები ჩაატარებენ ინგლისური ენის ტრენინგებს, ინგლისური ტრენინგის ორ სესიას ჩაატარებს ამერიკელი ვირჯინია ჰოლმსი. ასევე ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მეტი გაიგონ შემდეგ თემებზე : მიგრაცია საქართველოს/მსოფლიო მასშტაბით,ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები .გაიმართება, დებატები, დისკუსიები, სადაც ახალზაგრდებს საშუალება ექნებათ განავითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაეუფლონ დებატების ხელოვნებას.ახალგაზრდებს გამოცდილი ტრენერ– ჯურნალისტები ჩაუტარებენ ტრენინგებს ,,პროექტების წერა" და CV შედგენა , კომუნიკაცია და ლიდერობა.
მოეწყობა გასართობი ღონისძიებები, დისკოთეკა, ქართულ ამერიკული კულტურის საღამოები ტალანტ–შოუ და ბანკეტი.
ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.
ბანაკის ხანგრძლივობაა 10 დღე (9 ღამე), იქნება სამჯერადი კვება(შვედური მაგიდა) და 2 ყავის შესვენება.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 7 – 12 კლასის მოსწავლეებს.
სასწავლო პროცესს აფინანსებს "რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი", ხოლო ტრანსპორტირებისა და სატუმროს ხარჯები შეადგენს 500 ლარს.
ჯგუფის დაკომპლექტება დაწყებულია, ასე რომ, სურვილის შემთხვევაში იჩქარეთ და დაუკავშირდით სოფო კირთაძეს (595 33 91 81).
წყარო: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი