ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები
- უმაღლესი იურიდიული განათლება - მაგისტრის ხარისხი;
- ინგლისური ენის (წერითი და ზეპირი უნარჩვევები) სრულყოფილად ფლობა.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც
- აქვთ სამუშაო გამოცდილება იურიდიული დოკუმენტების შექმნის კუთხით;
- აქვთ სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/საჯარო სამართლის მიმართულებით;
- აქვთ პროექტების მართვის გამოცდილება;
- ფლობენ გუნდური მუშაობის და თვით ორგანიზების უნარებს.
იურისტის ძირითადი მოვალეობები
- ორგანიზაციის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
- საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წერა/შედგენა;
- პროექტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროექტების და ანგარიშების წერა, კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან;
- ურთიერთობის წარმოება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანსიების რაოდენობა: 1
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2015 წლის 22 ივნისი.
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: archil@civilin.org
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: 26 მაისის მოედანი#2, თბილისი.
ტელეფონი: 0322 365 675