en
ge

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო sivrceში ინტეგრაციას.
სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
2015 წლის კონკურსი ჩატარდება 2 ნაკადად.
საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ონლაინ წარდგენის (ელექტრონულ ბაზაში)
ბოლო ვადებია:
• პირველი ნაკადი - არა უგვიანეს 2015 წლის 16 ივნისისა ( 2015 წლის 1 ივლისიდან - 31 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის);
• მეორე ნაკადი - არა უგვიანეს 2015 წლის 8 სექტემბრისა ( 2015 წლის 1 ოქტომბრიდან - 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის).
წყარო: rustaveli.org.ge