en
ge

ტრენინგები აჭარაში მომუშავე მეწარმეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი", ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით იწყებს ტრენინგებს აჭარის რეგიონში მოქმედი მეწარმეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის.
ტრენინგის სახელწოდება: „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა”
ტრენინგის თემატიკა:
ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის სფეროში;
წინასწარი აუცილებელი (პრერეკვიზიტული) პროგრამები - GHP&GMP;
HACCP-ის დანერგვის წინაპირობები;
HACCP-ის პრინციპების მიმოხილვა სხვადასხვა სექტორებისთვის.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ HACCP-ის სახელმძღვანელო და საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვის აღრიცხვიანობის ელექტრონული პროგრამა.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება უფასოა
მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია
აპლიკაციის ფორმა....
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ვებ-გვერდი: www.intellect.org.ge
FB:www.facebook.com/pages/ახალგაზრდა-მეცნიერთა-კავშირი-ინტელექტი
ელ-ფოსტა: dato@intellect.org.ge
ტელ.: 595 212 004; 591 989 376.
მის.: ბათუმი, აღმაშენებლის #13.
წყარო:ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი"