en
ge

გაეროს მოდელირება თელ-ავივში, სასწავლო ტური ისრაელში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მომავალ დიპლომატთა კლუბი
  • დაწყების თარიღი: 12.06.2015
  • ბოლო ვადა: 29.06.2015
  • ბმული: http://jobs.ge/94857/
გაეროს მოდელირება თელ-ავივში და სასწავლო ტური ისრაელში.
გაეროს მოდელირება არის აკადემიური სიმულაცია, რომლის მიზანიცაა მიზანდასახული და მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, რათა ისინი დაეუფლონ დიპლომატიის ხელოვნებას და თავიანთი უშუალო მონაწილეობით მიიღონ პრაქტიკული ცოდნა გაერო მუშაობის შესახებ.
თელ ავივის კონფერენციას გამორჩეულს და განსხვავებულს ხდის მისი სპეციფიკა, რომელიც კონცენტრირებულია არა მხოლოდ მოდელირების ჩატარებაზე, არამედ სტუდენტების მოსამზადებელ კურსზეც. იმისათვის, რომ მოდელირება იყოს წარმატებული, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მოსამზადებელ მასტერკლასებს თელ ავივის უნივერსიტეტში, რომელსაც ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური მოწვეული სტუმრები.
წყარო:jobs.ge