en
ge

ახალგაზრდებისთვის ტრენინგების კურსი სამოქალაქო აქტივიზმი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 28.06.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის" და USAID პროექტის ,,საარჩევნო პროცესების გაძლიერება" ფარგლებში, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს ,,ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი".
მონაწილეებს ჩაუტარდებათ 4 დღიანი სატრენინგო კურსი,რომელიც დაეთმობა სემინარებს და თეორიულ მასალას,ხოლო 2 დღე დაეთმობა თვითმმართველობის ორგანოების და ბათუმში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონახულებას და მათი საქმიანობის ადგილზევე დაკვირვებას და გაცნობას.
სატრენინგო კურსი ჩატარდება შემდეგ თემებზე:
1. დემოკრატიის არსი და პრინციპები( რომელსაც ჩაატარებს მოწვეული ფასილიტატორი: ზურაბ კვირკვაია)
2. თვითმმართველობის არსი და სტრუქტურა;
3. მოქალაქეთა უფლება-მოვალეობები და მათი ჩართულობის მექანიზმები სამოქალაქო საქმიანობაში;
4. შეძენილი ცოდნის მიხედვით ადვოკატირების კამპანიის წარმოება,რომლის ერთ-ერთ კრიტერიუმს შეადგენს შედეგზე ორიენტირებული პროექტის წერა.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი და წარმატებულ მონაწილეს საშუალება ექნება გახდეს ორგანიზაციის წევრი.
,დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 568 85 18 51 თეა
+995 558 69 50 89 ბაჩო
პროექტში მონაწილეობა შუძლიათ 16-დან 20 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს;
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 28 ივნისი.
სააპლიკაციო ფორმა...
წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის"