en
ge

გენდერული სენსიტიურობა და გენდერული ბიუჯეტის ტრენერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეა
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 31.10.2012
ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეა აცხადებს ტრენინგის კურსის „გენდერული სენსიტიურობა და გენდერული ბიუჯეტი. ბიუჯეტის გენდერული სენსიტიურობა” ტრენერის შესარჩევ კონკურსს.
ტრენერის ფუნქცია – მოვალეობები:
  • უზრუნველყოს ტრენინგის განხორციელება ასოციაცია დეასთან შეთანხმებული მოდულის მიხედვით
  • უზრუნველყოს ტრენინგის დროული და ხარისხიანი წარმართვა;
  • უზრუნველყოს ტრენინგის განმავლობაში პრე- და პოსტ- ტესტის განხორციელება, შეფასება და წარდგენა;
  • უზრუნველყოს აღრიცხვისა და უკუკავშირის ფორმების შეკრება, ანალიზი;
  • ტრენინგის შემდგომ აღწერილობითი ანგარიშის მომზადება და წარდგენა.
ტრენერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება შესაბამის სფეროში;
  • ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
  • შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევისა და სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე.
წარსადგენი დოკუმენტაცია: ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ.მისამართზე: www.vale.com@mail.ru
ტელ: 0 (415) 25 01 39; 0 (415) 22 06 11
მობ. 598 11 57 44
დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 ოქტომბერი.