en
ge

საქმიანი ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
  • დაწყების თარიღი: 23.06.2015
  • ბოლო ვადა: 22.07.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/95394/
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გიწვევთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმაონ ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუციების მუშაობისა და ფუნქციების შესახებ, შეხვდნენ საერთაშორისო ექსპერტებს და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობის გზები. პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები და შეხვედრები ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს თქვენი შანსია მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება ევროპული სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკის გაცნობით.
წყარო: www.jobs.ge