en
ge

ამერიკული სასწავლო–გასართობი ბანაკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
1 ივლისს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "თეთრ სახლში” იხსნება ამერიკული სასწავლო–გასართობი ბანაკი "ამერიკული ბანაკი". ბანაკში ჩვენი ასოციაციის წევრები, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები ჩაატარებენ ინგლისური ენის ტრენინგს. ასევე ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მეტი გაიგონ შემდეგ თემებზე: ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები. გაიმართება დებატები, დისკუსიები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ განავითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაეუფლონ დებატების ხელოვნებას.
ახალგაზრდებს გამოცდილი ტრენერ–ჟურნალისტები ჩაუტარებენ ტრენინგებს ,,პროექტების წერა" და CV შედგენა, კომუნიკაცია და ლიდერობა. მოეწყობა გასართობი ღონისძიებები, დისკოთეკა, ქართულ ამერიკული კულტურის საღამოები, ტალანტ–შოუ და ბანკეტი. ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.
ბანაკის ხანგრძლივობაა 10 დღე (9 ღამე), იქნება სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა) და 2 ყავის შესვენება. ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 7–12 კლასის მოსწავლეებს. სასწავლო პროცესს აფინანსებს "რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი", ხოლო ტრანსპორტირებისა და სატუმროს ხარჯები შეადგენს 500 ლარს. ჯგუფის დაკომპლექტება
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სოფო კირთაძეს (595 33 91 81).
წყარო: რეგიონული განვითარების რესურს ცენრი