en
ge

მედია კონკურსი : არ დაარღვიო საგზაო წესები

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" აცხადებს მედია კონკურსს საგზაო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესო სტატიის, რადიო გადაცემის და ტელე სიუჟეტის გამოსავლენად.
კონკურსი ტარდება „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში" პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. საკონკურსო ნაშრომი შეიძლება ეხებოდეს საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა რისკ-ფაქტორს: გადაჭარბებული სიჩქარე, ღვედის ტარება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ქვეითების უსაფრთხოება თუ სხვა საკითხებს.
გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან iPad-ით.
• საუკეთესო სტატია (მაქსიმუმ 2 გვერდი)
• საუკეთესო რადიო გადაცემა
• საუკეთესო ტელე სიუჟეტი (მაქსიმუმ 4 წუთი)
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 22 ივლისი.
თქვენი ნაშრომები შეგიძლიათ გამოაგზავნით შემდეგ მისამართზე: Georoadsafety@gmail.com, kakhetiskhma@yahoo.com ან კამპანიის ფეისბუკის გვერდზე:www.facebook.com
წყარო: ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში