en
ge

კლიმატურ ცვლილებებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების დამზადება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: გერმანიის საელჩო საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.07.2015
  • ბმული: https://www.facebook.com/hbf.caucasus/posts/859300144144460
გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურს მოკლემეტრაჟიანი ფილმების დამზადებაზე. კონკურსის ფარგლებში მომზადებული ფილმები უნდა ეხებოდეს კლიმატის ცვლილების გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე (მაგ. ტემპერატურის ცვლილება, ატმოსფერული ნალექების მატება, ბუნებრივი ლანდშაფტების ცვლილება, წყალდიდობების, გვალვების, ხანძრების და სხვა ბუნებრივი კატსტროფების გაზრდილი რისკები). ფილმები ხაზს უნდა უსვამდეს 2015 წლის დეკემბერში გასამართ გაეროს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის მნიშვნელობას.
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადების გაგზავნა 2015 წლის 15 ივლისამდე უნდა მოხდეს მისამართზე: wz-100@tifl.diplo.de.
წყარო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი