აშშ-ს საელჩო თბილისში იწყებს აპლიკაციების მიღებას კახეთში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის რეაბილიტაციისთვის. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არის მოკლევადიანი საცხოვრებელი ცენტრი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 5-მდე ოჯახს მიიღებს. ძალადობას მოშორებული ოჯახები დროებით, მშვიდ გარემოში იცხოვრებენ, მანამ სანამ მათთვის მუდმივი ადგილსამყოფელი არ მოიძებნება. გრანტის მიზანია ძალადობის მსხვერპლ ოჯახებს, ბავშვებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას.
წყარო: www.grants.gov