en
ge

ამერიკული ბანაკი ბაკურიანში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურს ცენრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
14 აგვისტოს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "თეთრ სახლში” იხსნება ამერიკული სასწავლო–გასართობი ბანაკი "American Cemp", სადაც FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები ჩაატარებენ ინგლისური ენის ტრენინგებს.
  • ახალგაზრდები გაიუმჯობესებენ ინგლისურად კომუნიკაციის უნარს
  • გაიმიდიდრონ ლექსიკასა და იმუშავებენ გამოთქმებზე
ინგლისური ენის სესია პროექტის ფარგლებში 28 აკადემიური საათი დაიფარება.
ხალგაზრდებს ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგები ქართულ ენაზე
  • პროექტების წერა
  • ლიდერობა
  • CV წერა და პრეზენტაციები
პროგრამა Flex კურსდამთავრებული ტრენერები წარმოადგენენ ამერიკულ სასწავლო გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ პრეზენტაციებს.
ყოველი დღის ბოლოს დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები.
  • თამაში საიდუმლო მეგობარი
  • ტალანტ-შოუ
  • ინტელექტუალური თამაში ქართულ - ინგლისურ ენაზე რა? სად? როდის?
  • დისკოტეკა
  • ლაშქრობა
  • ფილმის ჩვენება/ფასილიტაცია
  • ქართულ - ამერიკული საღამო
  • კარაოკე -ფართი
  • გამოსამშვიდობებელი ბაკეტი
ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
ბანაკის ხანგრძლივობაა 10 დღე (9 ღამე), სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა) და 2 ყავის შესვენება. ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 12-16 წლის მოსწავლეებს.
სასწავლო პროცესს აფინანსებს "რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი", ხოლო ტრანსპორტირებისა და სატუმროს ხარჯები შეადგენს 500 ლარს. ჯგუფის დაკომპლექტება დაწყებულია, ასე რომ, სურვილის შემთხვევაში იჩქარეთ და დაუკავშირდით სოფო კირთაძეს (595 33 91 81).
წყარო: რეგიონული განვითარების რესურს ცენრი