პროექტის "სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის" ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს სატელევიზიო/რადიო თოქ-შოუს მოსამზადებლად.
აღნიშნულმა გადაცემამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი და
გამჭვირვალე სასამართლოსა და კანონის უზენაესობის ადვოკატირება, ასევე
საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება მართლმსაჯულების სფეროში
არსებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე. გადაცემაში მონაწილეობა უნდა
მიიღონ არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი ბიზნესის, მედია სექტორის,
სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა.
source: jobs.ge