en
ge

საქართველოს გაეროს ასოციაციის სტაჟირება

საქართველოს გაეროს ასოციაციის Civil.ge-ს გუნდი ბაკალავრიატის დამამთავრებელ და სამაგისტრო საფეხურებზე მყოფ დაინტერესებულ ახალგაზრდებს გთავაზობთ სტაჟირებას.საქართველოს გაეროს ასოციაცია, მისი საინფორმაციო გვერდი Civil.ge და ლიტვის უდიდეს საინფორმაციო პორტალი Delfi.lt იწყებენ პროექტს ’The Clarion. "The Clarion" იქნება პლატფორმა დიალოგისათვის ევროპის მომავალზე, რომელშიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებები, მკვლევარები და პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. საწყის ეტაპზე, ძირითადი ყურადღება საქართველოსა და ლიტვას დაეთმობა,თუმცა გათვალისწინებულია ავტორების ჩართვა უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან და სომხეთიდანაც.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში