სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2015 წლის 21 ივლისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 2 ივლისის № 92/2015 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის;
მეორე მიმართულება - მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში.
წყარო: electionreforms.ge