en
ge

საკონსულტაციო საბჭოს წევრი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: სახალხო დამცველის აპარატი
  • დაწყების თარიღი: 22.07.2015
  • ბოლო ვადა: 05.08.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/97085/
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლის 27 ოქტომბრიდან განისაზღვრა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს 2006 წლის კონვენციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმად. მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში "საკონსულტაციო საბჭო"), რომელიც დაკომპლექტდება სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.
წყარო: jobs.ge