ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, იწყებს საგრანტო კონკურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
წყარო: mcageorgia.ge