ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" იწვევს განაცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გასაწევრიანებლად.
საქმიანობის აღწერა:
„ასოცირების შესახებ შეთანხმების" მიხედვით, შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, იქმნება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა. პალტფორმა შედგება ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (European Economic and Social Committee) წევრების ჩათვლით, და საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელთა ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ინფორმირებული იქნება ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას შეუძლია ასოცირების საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა.
პლატფორმა შედგება 18 წევრი ორგანიზაციისაგან, საიდანაც ამ ეტაპზე შერჩეულია 15 ორგანიზაცია, რომლებიც გაწევრიანებული არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადების ფორუმის ეროვნული პლატფორმაში. აღნიშნული კონკურსი შეარჩევს დამატებით სამ ორგანიზაციას, რომლებიც არ არიან ეროვნული პლატფორმის წევრები.
წყარო:osgf.ge